მეცხრე დღეს შევაჯამეთ შესწავლილი პროგრამა. გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შევქმენით ბლოგები. შევქმენით საქაღალდე, ვისწავლეთ ფაილების შენახვა საქაღალდეში. ჯგუფში განვიხილეთ პროექტები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. ჩვენი პროექტის მიხედვით შევარჩიეთ სტანდარტები. ვისაუბრეთ სასწავლო მიზნებზე. განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები. დავწერეთ ინდიკატორები და შევიტანეთ გეგმის შაბლონში. განვიხი-
ლეთ ზოგადი და თემატური კითხვები. ღრუბლებში დავწერეთ კითხვები, რომე-
ლიც გავუზიარეთ ტრენერს. მივიღეთ მისგან უკუკავშირი .განვიხილეთ შეფასების
სხვადასხვა მეთოდები. ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მეთოდები და
ინსტრუმენტები. დავწერეთ მათი მოკლე მონახაზი. გავწერეთ დიფერენცირებული
სწავლება. ეს შევინახეთ ღრუბლებში. ვისწავლეთ კოპირება და შენახვა. მივაბით
პორთბოლიო ბლოგს. სწავლება მიმდინარეობდა თანამშრომლობისა და უთიერთ-
დახმარების რეჟმში.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიულ ცენტრს და პირადად თქვენ
ქალბატონო ხათუნა.
No comments:
Post a Comment